ფეხბურთი

17:37 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას გოლი ამხანაგურში

 

ლევან ყენიას "ფორტუნამ" ამხანაგურ მატჩში 7:0 სძლია გერმანულ "ბიუდერიხს", რომელიც ობერლიგაში გამოდის. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 61-ე წუთზე შეცვალეს. ლევანმა ერთი გოლი გაიტანა: პირველი ტაიმის მიწურულს 3:0 გახადა ანგარიში.

"ფორტუნას" მწვრთნელმა მიხაელ ბიუსკენსმა ყენია უკან დაწეულ ფორვარდად დააყენა. ბიუსკენსმა თქვა, რომ 4-4-2 და 4-2-3-1 სქემას დაეყრდნობა და როცა მეორე ვარიანტს აირჩევს, ქართველს ოდნავ მარჯვნიდან ათამაშებს.

 

0.114604