ქართველი სპორტსმენები

12:18 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენიამ "ბოხუმთან" გაიბრწყინა

გერმანიის II ბუნდესლიგის მეხუთე ტურში დიუსელდორფის “ფორტუნამ” შინ 1:0 სძლია “ბოხუმს” და 7 ქულით მეათე ადგილზეა. ლევან ყენიამ ტაიმნახევარი გაატარა მინდორზე და საუკეთესოც იყო მინდორზე. ერთადერთი გოლი სწორედ ყენიას ბრწყინვალე გარღვევასა და პასს მოჰყვა, რის შემდეგაც შტეფან რაიზინგერს ცარიელ კარში დარტყმაღა სჭირდებოდა.

ყენიამ მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, ორ მცველი მოატყუა და რაიზინგერს გაუმზადა ბურთი. ლევანმა სხვა მომენტებშიც კარგად ითამაშა

0.190363