ლევან ყენია რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ მოსკოვის “ტორპედოს” შემადგენლობაში ვარჯიშობს.
ქართველი ფეხბურთელი მოსკოველებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. “ტორპედო” პრემიერლიგაში გასულ სეზონში დაბრუნდა და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნიკოლაი სავიჩევია. 6 ტურის შემდეგ, მოსკოველებს 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი უკავიათ.
ყენიამ, რომელიც 18 ოქტომბერს 24 წლის ხდება, გასული სეზონი დიუსელდორფის “ფორტუნაში” გაატარა, სადაც ტრავმების გამო, მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.