ყაზახეთის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველი აიბოლ ჟახაევი თბილისში არსებული პირობებით ძალიან კმაყოფილია. ყაზახი ჭაბუკები საქართველოში 6 თებერვალს ჩამოფრინდნენ და 10-დღიან შეკრებას გაივლიან. 13 და 15 თებერვალს ისინი ქართველ 17-წლამდელებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც ნოდარ აკობია წვრთნის.
“ძალიან კარგად მიგვიღეს. საცხოვრებელი პირობები და კვება საუცხოოა. არც ისე ცივა. მინუს 2 გრადუსია. საქართველოს ნაკრების თამაში ჯერ არ განგვიხილავს, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ამ გუნდს პირველად ვეთამაშებით” – განაცხადა ჟახაევმმა ინტერნეტპორტალ sports.kz-სთან საუბარში.
საქართველოსა და ყაზახეთის 17-წლამდელთა ამხანაგური მატჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” შედგება.