ყაზახეთის ფუტსალისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიკარდო კამირამ ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც 15 და 17 სექტემბერს, თბილისში მდებარე სპორტკომპლექს “არენა 1”-ში საქართველოს ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
მეკარეები: ასილჟან ალინი (“ტულპარი” ) და ლეონარდო დე მელო ვიეირა ლეიტე (“ქაირათი”).
მოთამაშეები: ლეონარდო მენდონკა და როსა, მიხაილ პერშინი, დინმუხანბეტ სულეიმანოვი, სერიკ ჟამანკულოვი, კრისტიან სილვა სობრალი (ყველა ქაირათი), ნიკოლაი პენგრინი, ალექსანდრე დოვგანი (ორივე ტულპარი), ნურიმ კენჟებაევი (ომგ), ალექსეი ლოპატიუკი, კონსტანტინ ჩებოტარევი (ორივე აიატი), დაურენ სარსენბაევი, გრიგორი შამრო (ორივე ცსკა), დუმან ბილიკბაევი (უგუნდო).