ვაკო ყაზაიშვილმა, რომელსაც არნემის “ვიტესის” პირველ გუნდში ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, თავი დუბლშემადგენლობაში გამოიჩინა.
“ვიტესის” სარეზერვო გუნდმა შინ “დენ ჰააგს” 3:1 აჯობა და ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. მან შეუცვლელად ითამაშა და მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 47-ეზე გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. სრულიად სამართლიანად ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ყაზაიშვილის მსგავსად, გიორგი ჭანტურიამაც შეუცვლელად ითამაშა და პენალტი ვერ გაიტანა.