არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ჩემპიონატში (ახალგაზრდებს შორის) შინ "ჰერაკლესთან" წააგო - 1:5. არნემელთაგან ერთადერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა 89-ე წუთზე, კერძოდ, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
როგორც ხშირად ხდება, ყაზაიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო "ვიტესის" ახალგაზრდებში. საწყენია, რომ მთავარ გუნდში არაა განებივრებული სათამაშო პრაქტიკით.