ჭადრაკი

17:17 | 1.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ყაშაშვილი უკვე მეშვიდეა

ქართველი მოჭადრაკე ალექსანდრე ყაშაშვილი (2299) ქომაგების გაოცებას განაგრძობს. იგი ბულგარეთის ქალაქ ალბენაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს 48-ე განთესვით შეხვდა, თუმცა, 6 ტურის თავზე მე-7 ადგილზე იმყოფება და ლიდერებს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება.
გასულ ტურში ყაშაშვილმა რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ ჩინელ შილონგ ლის (2553) შავი ფიგურებით სძლია, მე-7 ტურში კი თეთრებით სომეხ ავეტიკ გრიგორიანს (2581) დაუპირისპირდება, რომელიც განთესვით მეექვსეა.
აღსანიშნავია, რომ ლიდერთა ოთხეულში, რომელთა აქტივშიც 5-5 ქულაა, კიდევ სამი სომეხი მოჭადრაკეა: ვლადიმირ აკოპიანი (2697), ჰრანტ მელკუმიანი (2642) და ჰოვანეს გაბუზიანი (2457). მათთან შეამხანაგებული კი ბულგარელი ივან ჩეპარინოვი (2673) გახლავთ. 
ბულგარეთში კიდევ 3 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა სატურნირო მდგომარეობაც ასეთია: 22. აკაკი შალამბერიძე (2333) – 4.0; 45. თამაზ მგელაძე (2195) – 3.5. 53. ვახტანგ ჩიქოვანი (2069) – 3.0;
ალბენას ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 3 ივნისს დასრულდება, საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 6 ათასი ერგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.209328