ალბენაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე 4 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით სომეხი ჰრანტ მელკუმიანი (2642) და ბულგარელი ივან ჩეპარინოვი (2673) დაწინაურდნენ, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი ალექსანდრე ყაშაშვილს (2299) გააჩნია. მე-4 ტურში იგი ჩინელ დეშუნ ქსიუს (2494) დაუზავდა და 3.0 ქულით მე-18 ადგილზე დამკვიდრდა, არადა, ტურნირზე მხოლო 48-ე განთესვა გააჩნია.
მე-5 ტურში ყაშაშვილი თეთრებით შვედ პონტუს კარლსონს (2531) დაუპირისპირდება.
ბულგარეთში კიდევ 3 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა სატურნირო მდგომარეობაც ასეთია: 39. აკაკი შალამბერიძე (2333) – 2.5; 48. ვახტანგ ჩიქოვანი (2069) – 2.0; 67. თამაზ მგელაძე (2195) – 2.0.
ალბენას ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 3 ივნისს დასრულდება, საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 6 ათასი ერგება.







