საბერძნეთის პორტო კარასში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის პარალერულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე საინტერესო სიახლე გაცხადდა.
კერძოდ, 2012 იანვრიდან ევროპაში გასამართ ყველა ოფიციალურ ტურნირზე აიკრძალა ყაიმის შეთავაზება 40 სვლამდე და შემოღებული იქნება სავალდებულო დრეს-კოდი მოთამაშეებისათვის.
აგრეთვე, ხელი მოეწერა ოფიციალურ კონტრაქტს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ სილვიო დანაილოვსა და თურქეთის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტ ალი ნიჰატ იაზიჩის შორის.
შეთანხმების თანახმად, ევროპის 2012 წლის ქალთა ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში 1-14 მარტს ჩატარდება, მისი საპრიზო ფონდი კი 120 000 ევრო იქნება. იგივე ქალაქი 15-19 მარტს სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში ჩემპიონატს უმასპინძლებს, საპრიზო ფონდით – 30 000 ევრო.







