ჭადრაკი

16:58 | 14.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ყაიმი და მარცხი მე-2 რაუნდში

ქალთა შორის საჭადრაკო მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 რაუნდი ქართველ მონაწილეთათვის წარუმატებლად დაიწყო. შეგახსენებთ, რომ 32 საუკეთესოში გასვლა მხოლოდ ლელა ჯავახიშვილმა (2455) და ნინო ხურციძემ (2428) მოახერხეს, თუმცა, საწყის პარტიებში წარმატებას ვერცერთმა მიაღწია.
ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით უკრაინელ კატერინა ლაჰნოს (2553) დაუპირისპირდა და უკვე 26-ე სვლაზე ყაიმი გააფორმა, ხოლო ხურციძე შავებით ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2565) 43-ე სვლაზე დამარცხდა. 15 ნოემბერს განმეორებითი პარტიები შედგება, საჭიროების შემთხვევაში კი, გამარჯვებულთა ვინაობას 16-ში დაგეგმილი ტაი-ბრეიკები გაარკვევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090263