ჭადრაკი

23:07 | 1.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ყაიმების დღე

სტამბოლში, საჭადრაკო ოლიმპიადის მეხუთე დღეს, საქართველოს ვაჟთა ნაკრების მეტოქე იყო ვიეტნამის გუნდი. ამ შეხვედრაში, ყველა პარტია ყაიმით დასრულდა: მიხეილ მჭედლიშვილი (2659) – ლიემ ლი (2693) 0,5:0,5, Gსონ ნგუიენი (2639) – მერაბ გაგუნაშვილი (2578) 0,5:0,5, ლევან ფანცულაია (2575) – ჰოა ნგუიენი (2505) 0,5:0,5, ჰაი დაო (25-18) – კონსტანტინე შანავა (2569) 0,5:0,5. საბოლოო ანგარიშია 2-2.
ამ ტურში, საყურადღებო შეხვედრა იყო ლიდერების, სომხეთისა და უკრაინის მონაწილეობით. მატჩის ბედი პირველ დაფაზე გადაწყდა, სადაც ლევონ არონიანმა ვასილი ივანჩუკი დაამარცხა და სომხეთის ნაკრებმა 2,5:1,5 იმარჯვა. ასეთივე ანგარიშით, რუსებმა მოუგეს უნგრელებს.
ხუთი ტურის შემდეგ, საქართველოს ვაჟთა ნაკრები ისევ 26-ე ადგლზეა 3 გამარჯვებით, ერთი ფრით და ერთი მარცხით (13 ქულა). შეჯიბრებას კი სომხეთისა და რუსეთის ნაკრებები ლიდერობენ 5-5 მოგებით.
ვაჟების დარად, ქართველმა მოჭადრაკე ქალებმაც ფრედ, 2-2 ითამაშეს უკრაინის გუნდთან. დაზავდნენ: ნანა ძაგნიძე (2547) – კატერინა ლაჰნო (2542), მარია მუჟიჩუკი (2466) – ბელა ხოტენაშვლი (2509), ლელა ჯავახიშვილი (2458) – ანა უშენინა (2433) და ინა იანოვსკა – ნინო ხურციძე (2444) (წყვილებში პირველად დასახელებულნი თეთრი ფიგურებით თამაშობდნენ).
საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ნინო მაისურაძეს, რომელსაც აქამდე ყველა შეხვედრა ჰქონდა მოგებული, ამჯერადაც რომ მოეგო რუს ნადეჟდა კოსინცევასთვის, თავის გუნდს გამარჯვებას მოუტანდა, მაგრამ ემიგრანტმა ქართველმა ეს ვერ მოახერხა... რუსებმა ფრანგები 2,5-1,5 დაამარცხეს.
სატურნირო ცხრილში, ქართველი მოჭადრაკე ქალები მერვე ადგილზე იმყოფებიან (სამი გამარჯვება და 2 ფრე, 16 ქულა). ერთპიროვნული ლიდერი რუსეთის ნაკრებია 5 მოგებით.
ოლიმპიადაზე 2 სექტემბერი დასვენების დღედაა გამოცხადებული. თამაშები ორშაბათს განახლდება. ჩვენი ვაჟები კოლუმბიელ მოჭადრაკეებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ქალები = სლოვაკებს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096357