ხვალ, თბილისის დროით 16.30 საათზე ბერძნულ პორტო კარასში საზეიმოდ გაიხსნება ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, ხოლო 17.00 საათიდან პირველი ტურის პარტიებიც დაიწყება, რომელშიც საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებიც ჩაერთვებიან.
ქალთა ჩემპიონატში მთავარ ფავორიტებად რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს გუნდები ითვლებიან, თუმცა სომხეთს, პოლონეთსა და გერმანიასაც ძლიერი ნაკრებები ჰყავთ. სათქმელია ისიც, რომ ტურნირში ორი ქართველი მოჭადრაკე სხვა ქვეყნების სახელით ითამაშებს: საფრანგეთის გუნდში ნინო მაისურაძე გაირჯება, ჰოლანდიელებს კი თეა ლანჩავა დაეხმარება.
ვაჟებში გამარჯვების მთავარი პრედენენტი რუსეთის ნაკრებია, რომელსაც უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები მიჰყვებიან, საქართველოს კი მე-15 რეიტინგი აქვს.
წლევანდელი ნაკრებების დებიუტანტები არიან: ქალებში – ნაზი პაიკიძე, ხოლო ვაჟებში – დავით ზარქუა. ქართველი ვაჟების საუკეთესო შედეგი 2003 წელს დაკავებული მესამე ადგილია, ხოლო ქალების – 1997 წელს მოპოვებული ოქროს მედალი.
ევროპის გუნდური ჩემპიონატი ცხრა ტურად წარიმართება და 11 ნოემბერს დასრულდება.
ქალთა ევროპირველობის ფავორიტები
1. რუსეთი (საშუალო რეიტინგი – 2509)
ნადეჟდა კოსინცევა (2546)
ტატიანა კოსინცევა (2526)
ვალენტინა გუნინა (2514)
ნატალია პოგონინა (2451)
ალექსანდრა კოსტენიუკი (2439)
2. უკრაინა – 2477
ეკატერინა ლაჰნო (2549)
ინა გაპონენკო (2435)
მარია მუზიჩუკი (2460)
ნატალია ჟუკოვა (2427)
ანა უშენინა (2463)
3. საქართველო – 2463
ნანა ძაგნიძე (2516)
ლელა ჯავახიშვილი (2475)
ნინო ხურციძე (2440)
ნაზი პაიკიძე (2422)
სალომე მელია (2392)
4. სომხეთი – 2419
ელინა დანიელიანი (2507)
ლილიტ მკრტიჩიანი (2469)
ლილიტ გალოიანი (2383)
მარია კურსოვა (2315)
ნელი აგინიანი (2263)
5. პოლონეთი – 2393
მონიკა სოჩკო (2479)
კატარინა ტომა (2297)
იოლანტა ზავადსკა (2326)
იოანა გაევსკა-მაიდანი (2386)
კარინა ჰოროვსკა-შეპკოვსკა (2379)
ვაჟთა ევროპირველობის ფავორიტები
1. რუსეთი – 2758
პიოტრ სვიდლერი (2755)
სერგეი კარიაკინი (2763)
ალექსანდრე გრიშუკი (2752)
ალექსანდრე მოროზევიჩი (2762)
იან ნეპომნიაში (2730)
2. უკრაინა – 2729
ვასილი ივანჩუკი (2775)
რუსლან პონომარიოვი (2723)
პაველ ელიანოვი (2691)
ზახარ ეფიმენკო (2702)
ალექსანდრე მოისეენკო (2715)
3. აზერბაიჯანი – 2727
თემურ რაჯაბოვი (2781)
ვუგარ გაშიმოვი (2757)
შაჰრიარ მამედიაროვი (2733)
გადირ გუსეინოვი (2636)
ელტაჯ საფარლი (2630)
4. სომხეთი – 2716
ლევონ არონიანი (2802)
სერგეი მოვსესიანი (2710)
ვლადიმირ აკოპიანი (2681)
გაბრიელ სარგისიანი (2671)
რობერტ ჰოვანისიანი (2586)
5. უნგრეთი – 2699
პეტერ ლეკო (2720)
ზოლტან ალმაში (2707)
ფერენც ბერკეში (2705)
საბა ბალოში (2662)
ზოლტან გიმეში (2652)
...15. საქართველო – 2620
ბაადურ ჯობავა (2678)
მიხეილ მჭედლიშვილი (2636)
ლევან ფანცულაია (2588)
მერაბ გაგუნაშვილი (2577)
დავით ზარქუა (2443)







