ქართველი მოჭადრაკე ინგა ხურცილავა (2258) საბერძნეთის ქალაქ ნიკეაში იმყოფება და 18th International Open Tournament "Honor to National Resistance"-ის A ჯგუფში თამაშობს.
განვლილ ხუთ ტურში ხურცილავამ სამი პარტია მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა და 122 მონაწილეს შორის მეათე ადგილზე იმყოფება.
ტურნირის ლიდერი უკრაინელი იაროსლავ ჟერებუხია (2572), რომელიც კონკურენტებს რეიტინგით საგრძნობლად აღემატება.
მე-6 ტურში ხურცილავა შავი ფიგურებით ბერძენ კონსტანტინოს კოკოლიასს (2238) ეთამაშება.







