ჭადრაკი

14:38 | 25.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხურცილავა ათეულში იმყოფება

საბერძნეთის ქალაქ ნიკეაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე მე-7 რეიტინგის მქონე ინგა ხურცილავა (2258) შავი ფიგურებით მასპინძელ კონსტანტინოს კოკოლიასს (2238) დაუზავდა და 6 ტურში 4.5 ქულა მოაგროვა.
აღნიშნული შედეგის წყალობით, ქართველი მოჭადრაკე 122 მონაწილეს შორის მე-8 ადგილზე დამკვიდრდა, ტურნირის ლიდერ უკრაინელ იაროსლავ ჟერებუხს (2572) კი ჯერ ნახევარი ქულაც არ დაუკარგავს.
მე-7 ტურში ხურცილავა თეთრი ფიგურებით კიდევ ერთ ბერძენ ნიკოლაოს ტეპელენისს (2224) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093232