ჭადრაკი

23:34 | 11.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძეს ბაციაშვილი ეზიარება

ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა 67-ე ეროვნულ ჩემპიონატში, მე-3 ტურის პარტიები გათამაშდა. ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგეს და ქულათა მაქსიმუმით ჩემპიონატს ლიდერობენ ნინო ხურციძე და ნინო ბაციაშვილი. თუკი ტურნირის ყველაზე გამოცდილი მონაწილის, ხურციძის ლიდერობა არავის გაჰკვირვებია, აშკარად მოულოდნელია სათავეში ბაციაშვილის ყოფნა, რომელსაც აქამდე დიდ ტურნირებში თავი არაფრით გამოუჩენია.
თეთრი ფერის ფიგურებით მოასპარეზე ხურციძემ ნანა ძაგნიძეს მოუგო, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება. მან ზედიზედ მე-3 პარტია წააგო და ინგა ხურცილავასთან ერთად, XIII-XIV ადგილებს იყოფს.
რაც შეეხება ბაციაშვილს, მეორე ლიდერმა მორიგი გამარჯვება მერი არაბიძესთან შეხვედრაში მოიპოვა.
ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან და III-V ადგილებს ინაწილებენ - სალომე მელია, თამარ წერეთელი და მირანდა მიქაძე.
მე-3 ტურის ტექნიკური შედეგები: ხურციძე-ძაგნიძე 1:0; წერეთელი-მაია ლომინეიშვილი 0,5:0,5; მიქაძე-ანა გავაშელი 0,5:0,5; ბაციაშვილი-არაბიძე 1:0; მაკა ფურცელაძე-ხურცილავა 1:0; მელია-ბელა ხოტენაშვილი 1:0; სოფიო ხუხაშვილი-ქეთი წაწალაშვილი 1:0.
სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ: I-II - ხურციძე, ბაციაშვილი (3-3 ქულა); III-V - მელია, წერეთელი, მიქაძე (2,5-2,5); VI - ლომინეიშვილი (2), VII - ფურცელაძე (1,5); VIII-X - ხოტენაშვილი, არაბიძე, ხუხაშვილი (1-1); XI-XII წაწალაშვილი, გავაშელი (0,5-0,5); XIII-XIV - ძაგნიძე, ხურცილავა (0-0).
მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი: ლომინეიშვილი-ხოტენაშვილი, წაწალაშვილი-მელია, არაბიძე-ხუხაშვილი, ხურცილავა-ბაციაშვილი, გავაშელი-ფურცელაძე, ძაგნიძე-მიქაძე, წაწალაშვილი-ხურციძე.
როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162431