ქალთა საჭადრაკო ნაკრების მეოთხე წევრის ვინაობა გახდა ცნობილი შესარჩევი მატჩ-ტურნირის მეხუთე ტურში. თეთრი ფიგურებით მოთამაშე ნინო ხურციძემ ყაიმით დაასრულა შეხვედრა ნინო ბაციაშვილთან და საქართველოს ნაკრებში ადგილიც გაინაღდა. მეხუთე წევრის ვინაობას დასკვნით პარტიაში ბაციაშვილი და სალომე მელია გაარკვევენ. ცნობისთვის, ხურციძემ თამაში 2.5 ქულით დაასრულა, მელიას 1.5 ქულა აქვს, ბაციაშვილს კი – 1.







