ფეხბურთი

14:52 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტია ყაზახეთში სავიზო პრობლემების გამო ვერ ითამაშებს

სარანსკის “მორდოვიას” ქართველ მცველ აკაკი ხუბუტიას სავიზო პრობლემები შეექმნა, რის გამოც 14 აგვისტოს ყაზახეთთან სანაკრებო მატჩში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ხუბუტიამ “მორდოვიას” საიტთან საუბარში თქვა:

“ნებისმიერი ლეგიონერი ისწრაფვის, რათა მხოლოდ კლუბს კი არა, თავის ქვეყანას გამოადგეს. არა მგონია, ამისთვის ვინმემ განმსაჯოს. თუმცა საქმე ისაა, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა. თუ ახლა რუსეთის ტერიტორიას დავტოვებ და 14 აგვისტოს ყაზახეთთან ვითამაშებ, მომიწევს საქართველოში დაბრუნება და სექტემბრამდე მოცდა, რათა სარანსკში დავბრუნდე. რა თქმა უნდა, ასეთი რამ არავის აწყობს. ამიტომაც, დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩემს თხოვნას. მალე ახალ ვიზას მივიღებ და მსგავსი პრობლემა აღარ შემექმნება”.

ცნობისთვის, რუსეთის პირველ დივიზიონში საქართველოს ნაკრების მცველმა 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ცხრილში მეორე ადგილზეა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123777