რუსულმა საიტმა onedivision.ru-მ პირველი დივიზიონის გასული ტურის საუკეთესო მცველად აკაკი ხუბუტია დაასახელა. "მორდოვიამ" შინ 1:0 სძლია "სალიუტს", პირველ ადგილზეა და პრემიერლიგაში დაბრუნება სურს. საქართველოს ნაკრების მცველმა "სალიუტთან" შეუცვლელად ითამაშა.
"საკვირველი არაა, რომ "მორდოვია" ლიდერია, რადგან გუნდმა გასული სეზონის შემდეგ, ბირთვი შეინარჩუნა. დღევანდელი "მორდოვიას" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ხუბუტიაა, რომელიც თავდაჯერებულია და "სალიუტთან" მატჩში იპყრობდა ყურადღებას. ქართველი მცველი საჯარიმოს ბატონ-პატრონი იყო და მისი დიდი დამსახურებაა, რომ სარანსკელებმა კარი მშრალად შეინახეს. ჩვენი აზრით, ხუბუტია დღესდღეობით პირველი დივიზიონის საუკეთესო მცველია" – წერს საიტი.