ფეხბურთი

17:53 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტია მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე სარანსკის “მორდოვია”, სადაც აკაკი ხუბუტია გამოდის, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

საფეხბურთო კლუბ “მორდოვიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გენერალურმა დირექტორმა სერგეი ბიბიკოვმა გუნდიდან სერგეი პოდპალის გაშვების მიზეზად თამაშის არადამაკმაყოფილებელი ხარისხი დაასახელა.

რუსეთის პირველ დივიზიონში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ, “მორდოვიას” 15 ქულით 19-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი უკავია.

მომავალი ტურისთვის “მორდოვიას” მარატ მუსტაფინი მოამზადებს, რომელიც აქამდე პოდპალის თანაშემწე იყო. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116187