აკაკი ხუბუტია თავისუფალი აგენტი გახლდათ, დღეს კი კონტრაქტი გააფორმა ისრაელის პეტაჰ-თიკვას "ჰაპოელთან". კონტრაქტი ერთწლიანია. საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის ცენტრალური მცველი ისრაელში დღეს ჩავიდა.
პეტაჰ-თიკვას "ჰაპოელმა" გასული სეზონი მეორე ლიგაში გაატარა, თუმცა პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. კლუბი ქვეყნის 6-გზის ჩემპიონი და 9-გზის მეორეადგილოსანია, თასი კი 2-ჯერ მოიგო და 6-ჯერ ფინალი წააგო.
საინტერესოა: ხუბუტია საქართველოს ამჟამინდელი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან ერთადერთი იქნება, რომელსაც 6 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში ექნება ნათამაშები. გახლდათ ბელარუსის "ზვეზდაში", ლიტვის "კაუნასში", რუმინეთის "გაზ მეთანში", თურქულ "სამსუნსფორსა" და რუსულ "მორდოვიაში".