ფეხბურთი

16:11 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტია იაროსლავლში დიდი ანგარიშით დამარცხდა

 

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-7 ტურში, ორნებურგის “გაზოვიკმა”, სადაც ზურაბ არზიანი ირჯება, საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის “დინამოს” 2:1 მოუგო.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ. მას გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია. “გაზოვიკს” 12 ქულა აქვს და 19 გუნდში მე-4 ადგილზეა.

სარანსკის “მორდოვია”, რომელიც პრემიერლიგაში დაბრუნებას ლამობს, იაროსლავლის “შინიკთან” გასვლაზე მოულოდნელად დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა. “მორდოვიაში” აკაკი ხუბუტია შეუცვლელად გაისარჯა. ამ მარცხის შემდეგ, სარანსკელებს 15 ქულა დარჩათ და პირველ ადგილზე მყოფ ტულის “არსენალს” 2 ქულით ჩამორჩებიან.

“ალანია”, რომელიც ასევე პრემიერლიგაში აღზევებას ფიქრობს, შინ ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიას” უგოლოდ გაეყარა. “ალანიაში” ოთარ მარცვალაძეს და გოჩა ხოჯავას კვლავ არ უთამაშიათ, რადგან განაცხადში კვლავ ვერ შეიყვანეს. არადა, “ალანიას” პრეზიდენტმა ვალერი გაზაევმა თქვა, რომ “ლუჩთან” მატჩამდე ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებულ პრობლემას მოაგვარებდნენ. ვლადივოსტოკელთა შორის გურამ თეთრაშვილი შეუცვლელად გაისარჯა. “ალანიას” 11 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” საკუთარ მოედანზე ბელგოროდის “სალიუტთან” 1:3 წააგო. მერაბ ურიდია მასპინძელთა სათადარიგოებს შორის იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. შეგახსენებთ, რომ ის “ნეფტეხიმიკში” ყაზანის “რუბინმა” გაანათხოვრა. განვლილ ტურებში ნიჟნეკამსკელებმა მხოლოდ 2 ქულა დააგროვეს და მე-17 პოზიცია უკავიათ.

 

0.116671