ფეხბურთი

13:20 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტია “ჰოვერლაში” ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია კარიერას უკრაინულ “ჰოვერლაში” გააგრძელებს. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი “ფუტბოლ 1”- იუწყება.

28 წლის ფეხბურთელის “ჰოვერლაში” ჩარიცხვა უკრაინული კლუბის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრ შუფრიჩმაც დაადასტურა:

“ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ეროვნული გუნდის მოქმედ ფეხბურთელს იწვევ. ხუბუტიამ ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებში 90 წუთი ითამაშა. ამიტომ, ისეთი კლუბი როგორიც “ჰოვერლაა”, მისი მოსვლით გაძლიერდა. იმედია, ეს ტრანსფერი ჩვენს შედეგებზე დადებითად აისახება”, – თქვა შუფრიჩმა.

ბოლო წელიწადნახევარი ხუბუტია სარანსკის “მორდოვიაში” გამოდიოდა, რომლის დატოვების მერე, ზაფხულში ფეთაჰ-თიქვას “ჰაპოელში” ჩირიცხა, მაგრამ ებრაული მხარის მიერ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ხსენებული გუნდების გარდა, მას ბელარუსულ “ზვეზდა-ბგუ”-ში, ლიტვურ “კაუნასსა” და “შილუტეში”, რუმინულ “გაზ-მეთანსა” და თურქულ “სამსუნსფორში” უთამაშია. საქართველოს ნაკრებში 17 მატჩი ჩაუტარებია.   

“ჰოვერლას” 7 ტურის მერე 4 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111678