ფეხბურთი

12:40 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტია “გაზიანთეფთან” დამარცხდა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ლიდერმა სარანსკის “მორდოვიამ”, სადაც აკაკი ხუბუტია თამაშობს, თურქულ შეკრებაზე ადგილობრივ “გაზიანთეფსფორთან” ამხანაგური მატჩი 0:5 წააგო.

განვლილ მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სარანსკელთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ოთხი დღის წინათ, “მორდოვიამ” ყაზახურ “ქაისარს” 1:0 აჯობა და იმ საკონტროლო შეხვედრაშიც ხუბუტია მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა.

მორიგ “ამხანაგურს” სარასნკელები 17 იანვარს ყაზახურ “ტობოლთან” გამართავენ.

0.114889