ვალდიკავკაზის “ალანიაში” გოჩა ხოჯავასა და ოთარ მარცვალაძის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.
რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-8 ტურში, “ალანიამ” სტუმრად ბელგოროდის “სალიუტი” 1:0 დაამარცხა. ხოჯავა ვლადიკავკაზელთა სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ მარცვალაძემ შეცვალა. “ალანიამ” ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, ვლადიკავკაზელებს 14 ქულა აქვთ და 19 გუნდში მე-3 ადგილზე არიან.
სარანსკის “მორდოვიამ”, სადაც აკაკი ხუბუტია ირჯება, შინ “ხიმკის” 4:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სარანსკელთა შორის შეუცვლელად ითამაშა. “მორდოვიას” 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორეა.
ნალჩიკის “სპარტაკმა”, სადაც დავით სირაძე და გუჯა რუხაია გამოდიან, შინ კალინინგრადის “ბალტიკას” ვერ მოუგო – 1:1. სირაძე სასტარტო შემადგელობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. რუხაია 18-კაციან განაცხადში არც ამჯერად ფიგურირებდა. მეკარე გიორგი შელია “ბალტიკაში” თავიდან ბოლომდე გაისარჯა. ნალჩიკელები 7 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან. “ბალტიკა” 9 ქულით მეთერთმეტეა.
ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკი” სტუმრად ვოლგოგრადის “როტორს” უგოლოდ გაეყარა. მერაბ ურიდია “ნეფტეხიმიკის” სასტარტოში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. ნიჟნეკამსკელებს 3 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილზე არიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მარცვალაძე მაგარია .ტეხავს ქეცბაია რო არ იძახებს
ამას სიკვდილიც არ ქვია დალპობა ქვია!
კაი რავთქვი ეგეთი რას მიბლოკავთ!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ეჰ სად კვდებით ბიჭებო
ხოჯავა მგონი ქითაისელია,თუ არვცდები,და ჩამოდი აგერ ტორპედოში დაიყავი აქანე.
ამ ორ კაცს ნეტა ისე დაემართებოდეს რომ 2 წელი გადაბმულად ერთ კლუბში გაჩერდებოდნენ
ისე ამტავრებს ეს მარცვალაზე კარიერას ერტი სტაბილური კლუბი არ ეღირსა, თუმცა ჯერ შორია კარიერის დამთავრებამდე და მაგრად მაინტერესებს კარგად ათამაშებული მარცვალაძე
მარცვალაძე მაგარი ფეხბურთელია , ეგ გვყავდეს დინამოში არაფერი გვიჭირს
)
შენ რას იტყოდი ჩისკოს და მარცვალაძის შედარებაზე რა თქმა უნდა ახლანდელ ჩისკოზე ვამბობ, მახსოვს აქ დიდი კამათი იყო მაგაზე
ახლანდელი მარცვალაძეც მირჩევნია ჩისკოს , მიუხედავად იმისა რომ ჩისკო კლასნი ფეხბურთელია , უბრალოდ მარცვალაძე მართლა მაგრად მომწონს , ძალიან კარგი ფეხბურთელია , ბომბარდირი უეჭველი გახდებოდა დინამოში რომ იყოს
)))) და არც ევროთასებზე შეირცხვენდა თავს
)
stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://www.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))
რა ჯანდაბა უნდათ ამ ალანიებში