ქართველი ლეგიონერები

11:55 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოჯავა და მარცვალაძე პირველ ტურს გამოტოვებენ

რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ვლადიკავკაზის “ალანიას” მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ გაზაევი გუნდის ახალწვეულებით, გოჩა ხოჯავათი და ოთარ მარცვალაძით კმაყოფილია.

“ჩვენს მიერ შეძენილი ხოჯავა და მარცვალაძე კოლექტივს ძალიან კარგად შეეწყვნენ და შეკრებაზე თავი საუცხოოდ წარმოაჩინეს”, - იუწყება გაზაევის სიტყვებს საფეხბურთო კლუბ “ალანიას” ოფიციალური ვებგვერდი.

“ალანიას” თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელები, კიდევ ოთხ მოთამაშესთან ერთად, ახალი სეზონის პირველ ტურში “უფასთან” მატჩს გამოტოვებენ. საქმე ისაა, რომ ფინანსური პრობლემების გამო, რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების გადაწყვეტის პალატამ ვლადიკავკაზელებს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია დროებით აუკრძალა.


0.12987