ფეხბურთი

22:58 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოჯავა და მარცვალაძე "ალანიაში" არიან

რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნილი ვლადიკავკაზის “ალანია” მომდევნო სეზონისთვის მზადებას შეუდგა და ხვალ თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე. კლუბის პრეზიდენტმა ვალერი გაზაევმა კი ქართველებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: კერძოდ, “ალანიაში” მივიდნენ ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა და ფორვარდი ოთარ მარცვალაძე.

როგორც იცით, ხოჯავა და მარცვალაძე ბოლოს “სკა-ენერგიაში” თამაშობდნენ. ვალერი გაზაევი კლუბის პრეზიდენტია, მწვრთნელად კი ისევ მისი შვილი, ვლადიმირ გაზაევი დაინიშნა.

0.138402