ჭადრაკი

15:15 | 23.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხმიადაშვილი მოწინავეთა სამეულშია

სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ქალთა ტურნირს სათავეში 3 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩაუდგა, რომლებიც დამატებითი მაჩვენებლებით ასე არიან გადანაწილებულნი: 1. ელენა ანკუდინოვა (ყაზახეთი, 2147) – 6.0 ქულა; 2. გალინა სტრუტინსკაია (2325) – 6.0; 3. თამარ ხმიადაშვილი (2115) – 6.0;
მე-9 ტურში ხმიადაშვილმა შავი ფიგურებით რუსი ნატალია ტიტორენკო (2137) დაამარცხა, შემდეგ პარტიაში კი თეთრებით კიდევ ერთ რუს ნატალია ბელიაევას (2006) დაუპირისპირდება.
საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ ნონა გაფრინდაშვილი (2350) და ნინო მელაშვილიც (2128), რომლებიც 5.5-5.5 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე იმყოფებიან. გასულ ტურში გაფრინდაშვილი შავი ფიგურებით მაკედონიელ მირა კიერზეკს (2010) დაუზავდა, ხოლო მელაშვილმა თეთრებით ყაიმი რუს ელენა ფატალიბეკოვასთან (2266) გააფორმა.
საბერძნეთის ქალაქ კამენა ვურლაში მიმდინარე პირველობის ბოლოსწინა მე-10 ტურში მელაშვილი შავებით ერთ-ერთ ლიდერ ანკუდინოვას დაუპირისპირდება, გაფრინდაშვილი კი თეთრი ფიგურებით რუს ელენა ფატალიბეკოვას (2266) ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი რიგით 23-ეა, ქართველთაგან კი სხვადასხვა დროს ჩემპიონის ტიტული თამარ ხმიადაშვილს (1998, 1999, 2003) და ნონა გაფრინდაშვილს (1995, 2009) მოუპოვებიათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095205