ჭადრაკი

17:15 | 28.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხმიადაშვილი ლიდერთა შორისაა

ორი ტურის თავზე, იტალიის ქალაქ არკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერან მოჭადრაკეთა შორის, სამი მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის ქარველი თამარ ხმიადაშვილიც (2162) იმყოფება.
მე-2 ტურში ხმიადაშვილმა, რომელიც ვეტერანთა შორის მოქმედი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, თეთრი ფიგურებით რუსი ლარისა ხროპოვა (2037) დაამარცხა და ესტონელ ტატიანა ფომინასთანა (2256) და ავსტრიელ ელენ მირასთან (2133) ერთად გალიდერდა.
მომდევნო პარტიაში ქალბატონი თამარი შავებით სწორედ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ფომინას დაუპირისპირდება.
ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა გასული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა ნონა გაფრინდაშვილმა (2363), რომელსაც არკოში საუკეთესო რეიტინგი გააჩნია.
გაფრინდაშვილმა შავი ფიგურებით ყაზახ პანუ აბდიკასოვას (2010) სძლია და თავი 1.5 ქულას მოუყარა. დამატებითი მაჩვენებლებით, იგი მე-4 ადგილზე იმყოფება. მე-3 ტურში გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგე რუსი ელენა ფატალიბეკოვა (2270) იქნება.  
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალები 9 ტურს ჩაატარებენ. ტურნირის გამარჯვებული საპრიზო ფონდიდან 600 ევროს მიიღებს, შემდეგი ადგილებისთვის კი ასეთი ჯილდოებია: II-500, III-400, IV-200 ევრო. დასვენების დღედ 31 ოქტომბერია გამოცხადებული, როდესაც მოჭადრაკეები ექსკურსიაზე ვენეციაში გაემგზავრებიან. 6 ნოემბერს, იქვეა დაგეგმილი ტურნირის საზეიმო დახურვისადმი მიძღვნილი კონცერტიც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087265