საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დასრულებულ ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის პირველობა არავის დაუთმო ქართველმა თამარ ხმიადაშვილმა (რეიტინგი 2162), რომელმაც 9 ტურში 7 ქულის მოგროვება შეძლო.
ქალთა ტურნირში მონაწილეობა 12 მოჭადრაკემ მიიღო, რომელთა შორის 10 რუსი და 2 ქართველი მონაწილე გახლდათ. ხმიადაშვილის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილიც (2360) ვიხილეთ, რომელსაც 6.0 ქულით მე-5 ადგილი ერგო.
ჩემპიონის ვინაობა დასკვნით რაუნდში გაირკვა. ხმიადაშვილმა შავი ფიგურებით იუალი სავინოვა (1786) დაამარცხა, მისმა უმთავრესმა კონკურენტმა ელენა ფატალიბეკოვამ (2259) კი ქულა ლუბა კუზნეცოვას გაუყო (2108) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.







