ფეხბურთი

11:47 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილმა "ქაისერისფორს" უკაპიტნა

დვალიშვილი უელსში უგოლოდ დარჩა


ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" ამხანაგური მატჩი გამართა დონეცკის "შახტართან” და 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც გაისარჯა. აღსანიშნავია, რომ ზურაბი გუნდის კაპიტანი გახლდათ.

ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებს რაც შეეხება, ლადო დვალიშვილის "ლეგიამ" უელსში გაიხარა, ხოლო მამუკა ღონღაძისა და გიორგი ჩიხრაძის "დაუგავა" შვედეთში განადგურდა.

"ლეგიამ" "ნიუ სეინთსთან" სტუმრად პირველი ტაიმი წააგო, თუმცა საბოლოოდ 3:1 იმარჯვა. დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ქართველს გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია. "ლეგიამ" თითქმის გაინაღდა III ეტაპზე თამაში და თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქეცაა.

რაც შეეხება "დაუგავას", მან შვედეთში 1:7 წააგო "ელფსბორგთან". ჩიხრაძემ 90 წუთი ითამაშა, ღონღაძე კი 56-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 2:0 იყო.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113877