ფეხბურთი

16:37 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი "დინამოს" უთანხმდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურა ხიზანიშვილი თბილისის "დინამოსთან" აწარმოებს მოლაპარაკებას და დიდი ალბათობით დინამოელი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს" თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ხიზანიშვილი ბოლნისის “სიონში” აპირებდა თამაშს.

ზურა ხიზანიშვილი: "სიონთან" მოლაპარაკება არ მქონია. ბოლნისელთა მწვრთნელი ლადო ბურდული ჩემი მეგობარია და უბრალოდ დავურეკე, სულ ეგ იყო, მეტი არაფერი.

- თბილისის "დინამოს" შესახებ რას იტყვით, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან მოლაპარაკებას აწარმოებთ 

- "დინამოს" ხელმძღვანელობას შევხდი, როგორც კლუბი, ასევე მეც თანამშრომლობით დაინტერესებულები ვართ. დიდი ალბათობით შეთანხმებას მივაღწევთ და პრესკონფერენციასაც გავმართავთ.

ზურა ხიზანიშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისურით ნახევარი სეზონი ითამაშებს.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117883