ფეხბურთი

13:25 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი “აიბროქსზე” საპატიო სტუმრად მიიწვიეს

ზურა ხიზანიშვილი შოტლანდიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართ ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის მატზე საპატიო სტუმრადაა მიწვეული. ამის შესახებ 32 წლის ფეხბურთელმა “მსოფლიო სპორტს” აცნობა.

მომავალი შეხვედრა 11 ოქტომბერს გლაზგოში, “გლაზგო რეინჯერსის” საშინაო სტადიონ “აიბროქსზე” შედგება. ხიზანიშვილი 2003-2006 წლებში “რეინჯერსში” გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში 53-ჯერ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელისადმი პატივისცემის ნიშნად, შოტლანდიელებმა ხიზანიშვილი პერსონალურად მიიწვიეს.

ამჟამად, ხიზანიშვილი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე თბილისის “ლოკომოტივში” ვარჯიშობს, რათა ტრავმის შემდეგ ფორმა აღიდგინოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116475