ფეხბურთი

16:53 | 4.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანეიშვილი “აუგსბურგში” “მსუბუქად” დაიწყებს

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე “აუგსბურგის” მცველი ოთარ ხიზანეიშვილი, რომელმაც მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიში ცოტა ხნის წინ დაიწყო, აცხადებს, რომ ტრავმა უკვე დავიწყებას მიეცა და საუცხოო განწყობაზე იმყოფება. 
ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ გამოცემა augsburger alhemeine-სთან ისაუბრა.
ხიზანეიშვილმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესმა უკვე ჩაიარა და მზადაა ბურთით ივარჯიშოს, თუმცა საწყის ეტაპზე ორთაბრძოლებში შესვლას მოერიდება.
28 წლის მცველმა მძიმე ტრავმა გასულ ზაფხულს მიიღო, მას გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ხიზანეიშვილი “აუგსბურგში” 2008 წელს “ფრაიბურგიდან” გადავიდა და აქამდე აუგსბურგელთა რიგებში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. 

ლაშა თაბაგარი 
 

0.069921