ფეხბურთი

12:32 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხიდეშელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება

გიორგი ხიდეშელი ქუთაისის “ტორპედოში” 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

გიორგი ხიდეშელი: “ტორპედო” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გუნდია. მისი ღირსების დაცვა დიდი პატივია და გულშემატკივრებს ვპირდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები. მოხარული ვარ საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნებით. ახლა ფსიქოლოგიურად ნამდვილად მზად ვარ მოედანზე გასასვლელად და სათამაშო პრაქტიკა მჭირდება, რათა ოპტიმალურ ფორმაში ჩავდგე. “ტორპედოსთან” ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე. აქ ნორმალური სამუშაო გარემოა. მიხარია, რომ კარგად მიმიღეს და მეც კარგ განწყობაზე ვარ”.

აქვე გეტყვით, რომ 25 წლის ცენტრალურმა მცველმა “ტორპედოსთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის გუნდთან ერთად ვარჯიშს უკვე შეუდგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114487