ჭადრაკი

15:12 | 13.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხალკიდაში სამივემ იმარჯვა

წარმატებული ტური ჰქონდათ საბერძნეთის ქალაქ ხალკიდაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მონაწილე ქართველ მოჭადრაკეებს.
მე-4 ტურში ინგა ჭარხალაშვილმა (2346) თეთრი ფიგურებით რუსი იური იაკოვიჩი (2570) დაამარცხა, სალომე მელიამ ასევე თეთრებით ირანელ პურ გადერს (2218) სძლია, ხოლო სოფიკო ხუხაშვილმა შავებით ბერძენი მარია კოუვაცუ (2185) დაამარცხა.
შედეგად, ჭარხალაშვილმა 3.5 ქულით მე-16 ადგილზე გადაინაცვლა, მელია 3.0 ქულით 30-ეზეა, ხოლო ხუხაშვილი ასევე 3.0 ქულით – 33-ეზე.
ცნობისთვის, ქალთა შორის საუკეთესო პოზიცია (11) სერბ მარია მანაკოვას უკავია, რომელიც ჭარხალაშვილს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
ტურნირის სათავეში 4-4 ქულით ოთხი მოჭადრაკე – სუატ ატალიკი (თურქეთი, 2607), ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი, 2588), რობერტ ჰესი (აშშ, 2588) და ატანასიოს მასტროვასილისი (საბერძნეთი, 2539) იმყოფება.
მე-5 ტურში ჭარხალაშვილი შავი ფიგურებით ინდოელ აბჯიჰეტ გუპტას (2587) ეთამაშება, მელია ასევე შავებით რუს დენის ხიშმატულინს (2667) გაეჯიბრება, ხოლო ხუხაშვილი თეთრებით ასევე რუს სერგეი ზაბლოცკის (2553) დაუპირისპირდება.
ხალკიდას ტურნირზე სულ 9 ტური შედგება და იგი 17 აგვისტომდე გასტანს. საპრიზო 25 ათასი ევროდან გამარჯვებული 3 500-ს მიიღებს, ქალთა შორის ჩემპიონი კი 1 300 ევროთი დაჯილდოვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165723