ფეხბურთი

13:55 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხაბაროვსკელთა ქართული სამეული სამხრეთკორეელებს დაუზავდა

 

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, სადაც გოგიტა გოგუა, კახა ალადაშვილი და გიორგი ნავალოვსკი გამოდიან, მორიგი ამხანაგური მატჩში სამხრეთ კორეის “ჩანგვონთან” ჩაატარა, რომელიც 4:4 დასრულდა.

ნავალოვსკიმ ხაბაროვსკელებში სრულად ითამაშა. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყო გოგუა, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს. ალადაშვილი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო.

რუსეთის მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ტოსნომ”, რომელსაც ცოტა ხნის წინ გორის “დილას” ექსფორვარდი მიხაილ გორელიშვილი შეუერთდა, სპარინგში მოსკოვის “სპარტაკი 2” დაამარცხა – 3:0. გორელიშვილმა “ტოსნოში” პირველი ტაიმი ჩაატარა.

უკრაინის პრემიერლიგის ლუცკის “ვოლინმა” საკონტროლო შეხვედრაში მეორე ლიგის “ტერნოპოლს” 1:0 აჯობა. თემურ ფარცვანიამ გამარჯვებულებში სრულად ითამაშა.

ლვოვის “კარპატიმ” ამხანაგურ შეხვედრაში ქვედალიგელ “სკალას” 5:0 აჯობა. ამბროსი ჩაჩუამ და ევგენი ბოხაშვილმა ლვოველთა შორის თითო ტაიმი ითამაშეს.

0.138039