სხვა

16:00 | 30.06.2013 | ნანახია 2409 - ჯერ

წყალბურთელთა ნაკრებმა “თბილისის თასი” მოიგო

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები “თბილისის თასის” მე-4 გათამაშების გამარჯვებული გახდა. ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 რაუნდის მატჩებისთვის ემზადება, ტურნირზე სამივე შეხვედრა მოიგო და მთავარი პრიზი დაისაკუთრა.

ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ტურში ბელარუსს 17:5 სძლიეს, შემდეგ უმთავრესი კონკურენტი უკრაინა 11:9 დაამარცხეს, ბოლოს კი საქართველოს უნივერსიადის ნაკრებს, რომელიც შეჯიბრში თურქების ნაცვლად ჩაერთო (მათ ჩამოსვლა ვერ მოახერხეს) მოუგეს.

აქვე ვთქვათ, რომ ქართველები ნატურალიზებული წყალბურთელების (მარინო ფრანიჩევიჩი, დამირ ცრეპულია, მარკო ელაჩა და მარკო ელეზი) გარეშე თამაშობდნენ, ასე რომ, ეს წარმატება მით უფრო დასაფასებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მე-2 რაუნდის მატჩები 11-14 ივლისს მალტაში ელის, მეტოქეებად კი მასპინძელთა გარდა, სწორედ ხსენებული უკრაინა, ბელარუსი და ისრაელი ეყოლება. მანამდე, 2-9 ივლისს, ჩვენი გუნდი ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას ჩერნოგორიაში გაივლის, სადაც საქმეში უვე უკვე ლეგიონერთა ოთხეულსაც ვიხილავთ.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:20 | 02.07.2013
ro.ri.ro (87)

ყოჩაღ ბიჭებო!! ეგრე გააგრძელეთ

15:20 | 01.07.2013
leonti (1177)

წარმატებები ჩვენ ნაკრებს, ხოლო თავად წყალბურთს მასიურობა თუ უშველის! მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა წყალბურთს და ზოგადად საწყლოსნო სახეობებს განვითარება, ისე არაფერი გამოვა.

09:37 | 01.07.2013
BEERTRANCE (97819)

აბა თქვენ შესარჩევშიც იყოჩაღეთ.

23:48 | 30.06.2013
easport (33)

stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))

20:21 | 30.06.2013
dato.nanava (2529)

საღოლ ოლიმპიადისთვის უნდა იბრძოლოთ

17:55 | 30.06.2013
davit-tg (768)

კარგი ხართ ბიჭებო! გილოცავთ! მოვიდა წყალბურთის დიდ ასპარეზზე გასვლის დრო,აბა თქვენ იცით,წარმატებებს გისურვებთ.

17:17 | 30.06.2013
Kala94 (6114)

საღოლ ბიჭებო ! გილოცავთ ! წარმატებები !

0.06802