საბერძნეთის ქალაქ პალეოჰორაში დაწყებულ 3rd International Paleochora Open 2010-ის პირველ ტურში ხუთივე ქართველმა მოჭადრაკემ გამარჯვება იზეიმა, თანაც ხუთივემ მასპინძლები გაანაწყენეს.
მალხაზ სულაშვილმა (2498) ჰაციდაკისი დაამარცხა, ბელა ხოტენაშვილმა (2423) კურუკისს აჯობა, ნინო ბაციაშვილმა (2383) – ადამისს, ალექსანდრა ვახანიამ (2199) – ბუზასს, ხოლო ანა გავაშელმა (2168) ალიგიზაკისს.
ბერძნულ ტურნირში სულ 237 მოჭადრაკე ირჯება და ის 9 ტურად მიმდინარეობს. საპრიზო ფონდი 8 300 ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 2 200 ევრო ერგება.







