ჭადრაკი

16:57 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული სტარტი დუბაიში

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში დაწყებულ რიგით მე-15 ღია საერთაშორისო ტურნირზე, რომელზეც შეიხ რაშიდ ბინ ჰამდამ მაკტუმის თასი თამაშდება, ქართულმა დელეგაციამ წარმატებული სტარტი აიღო. პირველ ტურში ექვსივე ქართველმა მოჭადრაკემ გამარჯვება იზეიმა.

საინტერესოა, რომ ექვსეულიდან ხუთმა ქართველმა წარმატებას შავი ფიგურებით მიაღწია. მიხეილ მჭედლიშვილმა (2640) ირანელ სამერ მეჰდის (2089) სძლია, ლევან ფანცულაიამ (2556) – გერმანელ ანდრეას ალბერსს (1999), ბელა ხოტენაშვილმა (2492) – ემირატების წარმომადგენელ ალმარაზეექ ესას (1781), სოფიკო ხუხაშვილმა (2386) – ასევე მასპინძელ მარშოლ მოჰამედს (1604), ხოლო მაკა ფურცელაძემ (2347) – ინდოელ მულავანა ტიმი ტომასს (1590). თეთრებით გერმანელი მიხაელ კლიშჩი (2029) დაამარცხა კოსნტანტინე შანავამ (2578).

არაბული ტურნირი, რომელზეც პირველ ნომრად სომეხი ვლადიმირ აკოპიანია (2704) განთესილი, ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება და 15 აპრილამდე გასტანს. მონაწილეებს 5 ტურის შემდეგ, 12 აპრილს დასვენების დღე აქვთ და ერთმანეთს ბლიც-ტურნირშიც გაეჯიბრებიან.

დუბაის პირველობის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია, სიდანაც გამარჯვებული ჯილდოდ 10 ათას დოლარს მიიღებს, შემდეგ კი საპრიზო თანხები ასე ნაწილდება: II  ადგილი – 7 000; III  ადგილი – 4 000; IV – 3 500; V – 2 500;...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08598