ჭადრაკი

22:50 | 28.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული სტარტი

სტამბოლში, რიგით მე-40 საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში საქართველოს მოჭადრაკე  ვაჟთა და ქალთა გუნდებმა მშრალი ანგარიშებით (4-0) იმარჯვეს. ჩვენმა ვაჟებმა იემენის გუნდს სძლიეს: მჭედლიშვილმა (რეიტინგი – 2659) ალ ზენდანს (2363) აჯობა, გაგუნაშვილმა (2578) – ფარაგის (2243), სანიკიძემ (2585) – ალ ჰადრანის (2263), ხოლო ფანცულაიამ (2575) – აბდულას (2019).

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა კი ასევე იოლად დაძლია გვატემალელების წინააღმდეგობა:
შესაბამისად ბელა ხოტენაშვილმა (2509) მოუგო მასარიეგოსს (2062), ლელა ჯავახიშვილმა (2458) – სოტომაიორს (1885), ნინო ხურციძემ (2444) – კ. მენკოსს (2035), ხოლო ნინო ბაციაშვილმა (2432) – მ. მენკოსს (1877).

 

მეორე ტურში საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები გერმანელთა ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ქალთა ნაკრებს, ჩვენი ოთხეული ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთანაც წესით ქულათა მაქსიმუმი უნდა დააგროვოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166302