ჩოგბურთი

13:44 | 5.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

წააგეს ნახევარფინალი, რომელიც ფინალი ყოფილა

ქართველი სოფო შაფათავასა და რუსი მარინა შამაიკოს წყვილმა, იტალიის დედაქალაქ რომში დასრულებულ ტურნირზე ნახევარფინალში გააღწია, იქ კი მარცხი განიცადა. მე-4 ნომრად განთესილი ქართულ-რუსული დუეტი, ფინალში ”გადასასვლელ” შეხვედრაში მე-2 რეიტინგის მქონე ავსტრალიელებს (ფერგუსონი-პეერსი) გადაეყარა და 4:6, 6:3, 5:10 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელებს გადამწყვეტ მატჩში პოლონელ ლინეტთან და რუმინელ უნგურთან უნდა ეთამაშათ, თუმცა, მეტოქეები კორტზე არ გამოცხადდნენ და ფერგუნოსა და პეერს ჩემპიონობა უბრძოლველად ერგოთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096139