ფეხბურთი

13:43 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლგას" დაავალეს - გადაუხადეთ ხოჯავას!

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ცნობით, "ვოლგას" გოჩა ხოჯავასთვის თანხის გადახდა დაავალეს. საქმე ისაა, რომ როცა ფეხბურთელი კლუბმა გაუშვა, კუთვნილი ფული ბოლომდე არ გაუსტუმრებია. ხოჯავამ ამის გამო სარჩელი შეიტანა და ეს 30 დღის განმავლობაში უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც გახსოვთ, "ვოლგამ" სხვა ქართველი ფეხბურთელებიც აწვალა: კერძოდ, გოგიტა გოგუა და ლაშა სალუქვაძე. მართალია, ორივე მათგანს გადაუხადა კუთვნილი, მაგრამ კარგა ხნის შემდეგ.


თეგებიხოჯავა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118295