17 იანვარს თბილისს საქმიანი ვიზიტით ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) გენერალური მდივანი იგნატიუს ლეონგი ეწვევა. ვიზიტის დროს გაიმართება შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანთან, სადაც 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში მსოფლიოს 16 წლამდე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების შესაძლებლობა განიხილება.
18 იანვარს იგნატიუს ლეონგი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან ერთად სომხეთის ქალაქ წაჰკაძორში დაგეგმილ ფიდე-ს საპრეზიდენტო საბჭოს სხდომაზე გაემგზავრება.







