ფეხბურთი

19:38 | 14.09.2014 | ნანახია 2610 - ჯერ

“ვიტესმა” სეზონში პირველად მოიგო

წარმატებით ჩაატარა ჰოლანდიის ერედივიზიონის მეხუთე ტურის მატჩი არნემის “ვიტესმა”, რომელმაც “ექსელსიორს” უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 3:1.

მოპოვებული სამი ქულის მიუხედავად გუნდმა გასავარდნ ზონას თავი ვერ დააღწია. “იგლზთან” ერთად გურამ კაშიასა და ვალერი ყაზაიშვილის გუნდი მე-16-მე-17 ადგილებს იყოფს.

კაპიტანმა გურამ კაშიამ მთელი სათამაშო დრო მოედანზე გაატარა, ხოლო ვალერი ყაზაიშვილს სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია. პიტერ ბოშმა 21 წლის ქართველი მოედანზე ჰეთ-თრიკის ავტორ დაუდას ნაცვლად, მატჩის 75-ე წუთზე შეუშვა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ნიგერიელის აბიოლა დაუდას მეორე გოლი გურამ კაშიას საგოლე პასს მოჰყვა.

ბელარუსის ჩემპიონატის მონაწილე სოლიგორსკის “შახტარი” ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე მინსკის “დინამოს” ეწვია და მოულოდნელად დიდი ანგარიშით მოიგო (1:4). ძირითად შემადგენლობაში იყო ალექსანდრე გურული და 84-ე წუთზე ცევანის ნაცვლად დატოვა მინდორი.

ბელგიის ჩემპიონატში “გენკმა” შინ ფრედ დაასრულა შეხვედრა “ბრიუგესთან.” სასტარტო შემადგენლობაში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ლუკა ზარანდია განაცხადში არ ყოფილა. ოქრიაშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

დიმა შარიქაძე 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:31 | 14.09.2014
DepayManUtd (280)

ექსელსიორი ვანპერსის პირველი გუნდია და რამდენიმე წელში დაბრუნდება დაგინებული აქ . ხოდა დაერხევათ აიაქსს და ფეინოორდს

21:55 | 14.09.2014
Shevche (15054)

ვაკოს მარტო ცენტრ-ფორვარდად განიხილავს ეს მწვრთნელი?! რა უბედურებაა, სრულიად გამოუსადეგარია მაგ ადგილას, ნუთუ ვერ დაინახა ამდენი ხანი?
და რაც უცნაურია, ცენტრში ათამაშებს ლეერდამს, რომელიც ამპლუით მარჯვენა მცველია..
მისცეს ერთხელ მაგ ადგილას ვაკოს შანსი.. ტიპი დეგენარატია.

20:07 | 14.09.2014
NGoLo KaNte (36472)

დდ

20:06 | 14.09.2014
111111 (5084)

ვაკო ასეთ ფარჩაკ გუნდშიც ვერ ხვდება ძირითადში) და ეჭვი მეპარება შემდეგ თამაშებშიც ძირითადში მოხვდეს მისმა შემცვლელმა ჰეტრიკი შეასრულა)

20:28 | 14.09.2014
Swaggy P (1309)

ვაკო არაა ცენტრფორვარდი და სუ მანდ ათამაშებს ეს თ ა ვ ყ ლ ე ... ფარჩაკ გუნდზე მეტად ფარჩაკი ტრენერი ყავთ ისე ამათ...

19:53 | 14.09.2014
ჩიჩარიტო (18039)

როგორც იქნა მოიგეს

20:42 | 14.09.2014
BEERTRANCE (97819)

ძლივს

0.09336