ფეხბურთი

0:04 | 16.03.2014 | ნანახია 2161 - ჯერ

“ვიტესმა” პსვ-სთან წააგო, “დნიპრომ” პრემიერლიგა მოგებით განაახლა

არნემის “ვიტესმა” შინ 1:2 წააგო ფილიპ კოკუს გაწვრთნილ პსვ-სთან. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 69-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ყაზაიშვილს 10 წუთში იდეალური მომენტი შეექმნა, ხელს არავინ უშლიდა და დაახლოებით 10 მეტრიდან ააცილა. “ვიტესი” ბოლოს გამუდმებით უტევდა, თუმცა გათანაბრება ვერ მოახერხა. შეხსენებისთვის, არნემელებმა პირველ წრეში პსვ-ს გასვლაზე 6:2 მოუგეს. “ვიტესი” მეორე ადგილზე დარჩა, თუმცა კვირას “ტვენტე” თუ მოიგებს, ქულებით გაუთანაბრდება.

უკრაინაში “დნიპრომ” შინ 3:0 სძლია “სევასტოპოლს” და მეორე ადგილზეა. დნეპროპეტროვსკელები 3 ქულით ჩამორჩებიან “შახტარს”. ჯაბა კანკავა სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. უჩა ლობჟანიძე განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია, ხოლო სანდრო კობახიძე სკამზეც არ გახლდათ.

“სევასტოპოლიდან” მათე ღვინიანიძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო დავით დარციმელია განაცხადში არ იყო – მან გუშინ დეუბლებში ითამაშა. “სევასტოპილი” მეთერთმეტე პოზიციაზეა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:46 | 16.03.2014
ogafa (10211)

“დნიპრომ” შინ 3:0

11:02 | 16.03.2014
kotiko (478)

ლიგაზე თუ გავიდოდნენ კარგი იქნებოდა ქართველებისთვის რა

08:36 | 16.03.2014
araza-1918 (6330)

თემურას დაცვა კაშია გრიგალავა ხუბუტიამ კარგათ ითამაშეს, ლობჟანიზე კვერკველია 18 კაცშია.ამისულაშვილმა თვითფრინავში ფეხები ვერ გაშალა და ანანიძემ გადირკა

14:14 | 16.03.2014
dioreto (551)

ანანიძის გადირკულის დედა ვატირეე)))))))მითუმეტეს ამისულაშვილი

02:46 | 16.03.2014
ukleba (17336)

ხვალ ლივერპული მოიგებს და მაგარი კუშიც აქვს ))

01:01 | 16.03.2014
kapitani barsamgido (370)

ხვალე მანჩესტერი ვერ მოიგებს, მიზეზი ოლიმპიაკოსია,მეორეს მხრივს ლივერპული თავს გაიგიჟებს დღეს ჩელსიმ ცააგო.

00:27 | 16.03.2014
ჩიჩარიტო (18039)

ვაააააა როგორ მოხდა ლობჟანიძე რო განაცხადში შეიყვანეს

00:09 | 16.03.2014
M.U2015 (19400)

ეს ვიტესი რა ხ ლ ე გუნდია ვერ გაარჩევ როდის მოიგებს და როდის ცააგებს

00:28 | 16.03.2014
ჩიჩარიტო (18039)

მუ ხვალ უეჭველი მოსაგები თამაში გვაქ იცოდე

00:43 | 16.03.2014
M.U2015 (19400)

აბა რა ლივერპული უნდა გაიხიოს 3 კულა გვჯირდება ხაერივიტ

0.066287