ფეხბურთი

22:40 | 24.11.2013 | ნანახია 3816 - ჯერ

“ვიტესმა” იოლად მოიგო, ამისულაშვილი ტრავმის გამო შეცვალეს

არნემის “ვიტესმა” გასვლაზე 3:0 მოუგო “გოუ ეჰედ იგლზს” და 2-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჭანტურია 75-ე წუთზე შემოიყვანეს, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 82-ეზე. ყაზაიშვილმა ბოლოს ხარიხას მოარტყა ბურთი - ოდნავ არ გაუმართლა.

“ვიტესიდან” დუბლი შეასრულა ბრაზილელმა ლუკას პიაზონმა (ორივე პენალტით), ხოლო ერთიც გაელ კაკუტამ გაიტანა.

რუსულ პრემიერლიგაში ალეკო ამისულაშვილის “კრილიამ” გასვლაზე 1:1 ითამაშა “ურალთან” და მე-11 ადგილზეა. ამისულაშვილი სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. აი, რა თქვა “კრილიას” მწვრთნელმა ციგანკოვმა:

“ამისულაშვილი მთელი ძალით ვერ თამაშობდა და ამიტომაც შევცვალეთ. ვერ გავიგე, რას ნიშნავდა “ურალის” ქომაგების ასეთი რეაქცია: ამისულაშვილი ნამდვილად არაა დამნაშავე იმაში, რომ კინაღამ ფეხი მოსტეხეს”.

გერმანის II ბუნდესლიგაში “ფორტუნამ” გასვლაზე 0:3 წააგო აუე-სთან და მე-13 ადგილზეა. ლევან ყენია განაცხადში არ ყოფილა, რადგან ტრავმა აქვს - ქუსლი აწუხებს და სავარაუდოდ, 5 დღეში შეუდგება ვარჯიშს.

დანიაში “ორჰუსი”-“ვესტიელანდი” 2:2 დასრულდა. დავით დევდარიანი 59-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო დავით სხირტლაძემ ბოლო 20 წუთი ითამაშა. მათე ვაწაძე მინდორზე არ შეუყვანიათ. დევდარიანმა, რომელსაც კარგა ხანს ტრავმა ჰქონდა, ამ მატჩში გაფრთხილებაც მიიღო. “ორჰუსი” მეოთხე ადგილზეა.

მახაჩყალის “ანჟიმ” კვლავ ვერ მოიგო, ამჯერად შინ 0:0 “ვოლგასთან”. “ანჟის” ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრის მიწურულს ლამაზი გოლიც შეიძლებოდა გაეტანა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა. დაღესტნური კლუბი ბოლო ადგილზეა: 17 ტურში 7 ფრე და 10 მარცხი.

აზერბაიჯანში ნიკა გელაშვილის “ყარაბაღმა” შინ ვერ მოუგო “რავანს”, თუმცა ლიდერია და ერთი ქულით უსწრებს “ნეფთჩის”. გელაშვილმა 85 წუთი გაატარა მინდორზე.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:47 | 25.11.2013
patit0 (479)

უახლესი ინფორმაციები მილანზე.მილანის ფან
კლუბია .შემოდით მილანის
ფანებიstripslashes((strlen('https://facebook.com/groups/237311223101834?refid­=27')>0?' https://facebook.com/groups/237311223101834?refid­=27':' https://facebook.com/groups/237311223101834?refid­=27'))

09:30 | 25.11.2013
temotem (588)

ორიოდე სიტყვა მინდა დავწერო ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით.

თუ დააკვირდებით ქართველენის არასტაბილური ბუნება, ყველსა საქმეში პროფესორობა და კიდე სხვა ჩვენი სენი გამოჩნდა ზუსტად ქეცბაიას საკითხებთან დაკავშირებით. ჯერ იყო და დედას აგინებდით და ქეცბაიაზე კაის დამწერი აქ არავინ მინახავს, გამოვიდა ქეცბაია ილაპარაკა ემოციურად და მოგიღოთ ბოლო. ეგრევე მის მხარეს გადახვედით, არანაირი ლოგიკა.

ასე, რომ ვართ არასტაბილურები და უცოდინრები ყველაფერში იმიტომ გვაქვს კარგად საქმე.

მე, როგორც რიგითი მაყურებელი საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ არის მიზეზები ქეცბაიას წასვლისაც და დარჩენისაც.

დარჩენა:
ვფიქრობ თუ ქეცბაია დარჩება ყველაზე უფრო კარგად სწორედ მას შეუძლია წესრიგის დამყარება და დოყლაპია ფეხბურთელები რომ გვყავს მათი ჭკუაზე მოყვანა.

წასვლა:
ვფიქრობ თუ ქეცბაია წავა მისი ადგილი ვინმე ჭკვიანმა მწვრთნელმა უნდა დაიკავოს, ტაქტიკოსმა და ფეხბურთელებთან დისციპლინის მოყვარულმა.ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა ქალებში და ბორდელებში ატარებენ ღამეებს, ახალგაზრდები სიგარეტს ეწევიან და პარაოზები არიან (არ დამიწყოთ ახლა ცილს წამებო, სხვებს თავი დავანებოთ და თუ გინდატ მარტო გურამ სამუშია ნახეთ სადმე არასაფეხბურთო ადგილას და გაიგებთ ძველი მატარებლები რა პრინციპით მუშაობდნენ - მეტი კვამლი მეტი "წინსვლა") ვფიქრობ საუკეთესო ვარიანტი გეგუჩაძე იქნება. დევდარიანი ზედმეტად რბილია.

ქეცბაიას აქვს რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი პრობლემა რაც ვფიქრობ ფეხბურთელებთან არადიპლომატიურ ურთიერთობაზე ბევრად მაღლა დგას.

თუნდაც ის, რომ ქეცბაია ვერ ახდენს ფეხბურთელების სწორ სელექციას ნაკრებისათვის. ქეცბაიას გამოძახებული ფეხბურთელებიდან 70 პროცენტი გასაშვებია. მოდი სასტარტოზე ვთქვათ, რუსეთის 98-ე ლიგის აკაკი ხუბუტია, ბოლო ადგილოსანი ანჟის გრიგალავა, აზერბაიჯანის გელაშვილი, პოლენეთის დვალიშვილი (რომელიც ცუდი ფეხბურთელი არაა, თუმცა ამ ნაკრებს არ გამოადგება, საჯარიმოს ფეხბურთელია, საჯარიმომდე ბურთის მიმტანი კი არავინ არ გვყავს, რომ მოამარაგონ დვალიშვილი პასებით), რუსეთის ამისულაშვილი, რომელიც ყველაფერთან ერთად უმადურიც ყოფილა, ლეგენდარული ხიზანიშვილი, რომელმაც ფინეთთან, ბელორუსთან, ლატვიასთან, ალბანეთთან დაგვღუპა, გაგვაჩანაგა და ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებში დაგვიმტკიცა თავისი "კლასი", ტლიკინა ყენია, იტალიის სერია ბ-ს სკამის მხეხავი მჭედლიძე, ძარია, ხმალაძე,შოთა გრიგალაშვილი, ლობჟანიძე, უთამაშებელი კობახიძე,გულაობის და ფეისბუქზე სურათების ატვირთვის გროსმეისტერები თარგამაძე და ოქრიაშვილი, აი ამათი გამოძახება ნაკრებში არ ვიცი, მწვრთნელს ან თვალები არ აქვს, ან ფეხბურთში რაღაცებს ეჭიდება, არარსებულს. ამ ჩამოთვლილთაგან ოქრიაშვილის და თარგამაძის გარდა ყველა უნდა გაყარო წიხლით. ოქრიაშვილი და თარგამაძე კიდე მკაცრად უნდა აკონტროლო, რომ ესპანეთის წინ ღამე თავები კი არ პარსონ ერთმანეთს, არამედ დაიძინონ და ძალები აღიდგინონ ძილით.

მე ვფიქრობ შანსი უნდა მიეცეთ ნაკრებში ყაზაიშვილსა და ჭანტურიას, ქეცბაია შე კაი კაცო აზერბაიჯანის ფეხბურთელებს და ჭ კლასის გუნდების სათადარიგო ფეხბურთელებს ვიტესის სათადარიგოს ფეხბურთელები არ ჯობიან?

ძალიან დიდი შეცდომები აქვს ტაქტიკურადაც ქეცბაიას. გოლის გატანისთანავე ნაკრების 11ივე კაცის კარებში ჩასმა შუა თამაშიდანაც კი საშინელებააა. კაშიას საყრდენობა ჩემთვის შოკია და მაინც რომ იგივეს აკეთებს ჯიუტად.

თანაც გუნდის გაახალგაზრდავებას რო გაჰყვირის ძარია, ხმალაძე და შოთა გრიგალაშვილები რა ჯანდაბათ ჭირდება? დინამო ჩემთვის დიდი გუნდია, თუმცა იგივე ძარიას გამოძახებას მერებაშვილი გამოიძახე შე კაცო მის რესურსს არიყენებ და შემტევები არ გვყავსო იძახი მერე


მოკლედ მე ასეთ სასტავს დავაყენებდი:

ტაბატაძე, კაშია, ხიზანეიშვილი, (მარჯვნივ რამოდენიმე ვარიანტია, ოღონდ არა გრიგალავა)
კანკავა
ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი ჭანტურია
ანანიძე
ილურიძე

სათადარიგოზე: ებრალიძე, ზარანდია, ოთო კაკაბაძე, მამუკა კობახიძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, გველესიანი, თარგამაძე, და კიდევ არიან მაგარი ბიჭები.

ნუ სასტავი სადავო საკითხია, თუმცა ამათგან ბევრი ფეხბურთელი უნდა იყოს გამოძახებული ჩემი აზრით.

ამისულაშვილები ხიზანიშვილები ხუბუტიები და მისთანები კი წიხლით უნდა გარეკო.

არამგონია ქეცბაიამ ტაქტიკა და სხვა აც ჩამთვლილი ფეხბურთელები გამოიძახოს, ასე რომ იყოს მისი მხარდამჭერი ვიქნებოდი. ასევე რომ არა გეგუჩაძის არსებობის ფაქტორი ვფიქრობ ალტერნატივა არ ექნებოდა.

თუმცა ამ ეტაპზე მგონი გეგუჩაძე ბევრად უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, მიუხედავად ქეცბაიას ემოციური გამოსვლებისა და ხალხის ისევ გულის შემოტრიალებისა.




14:38 | 25.11.2013
charli (558)

ეეეჰ, მაგრა დამწყდა გული. ჯერ კარგად დაიწყე. ვიფიქრე აი ჩვეულებრივმა ქომაგმა ფეხბურთი რა მაგრა იცისო და ბოლოს სამწუხაროდ სხვა მიმართულებით წახვედი.
რატო? ეგ სასტავი ძველი დროის დაბრუნებაა. გეყოლება ვიღაცეები, გააკეთებენ ფინტებს. იტყვიან ვაა რა ქნაო და წავაგებთ 5:0, 6:1; 6:2 და ა.შ.
თუ დისციპლინაზე ლაპარაკობ ჭანტურია არ უნდა ახსენო. ბოლო ბოლო ეხლა არ ვნახეთ 21-ებში. ვის რა გადაუღუნა? თუ თქვენ ეგეთი თამაში მოგწონთ, რა პრობლემაა უყურეთ მოყვარულების თამაშებს ,მაგალითად ბენდელას თასზე. ადამიანმა ხომ უნდა გაარჩიო ნაღდი ფეხბურთი და ჟურნალისტებისგან გაპიარებული ტიკინა? ნუთუ ისიც ვერ შეამჩნიე რომ ტიპი გასუქებულია?
ოქრიაშვილი? მოგწონს მისი დისციპლინა? ილიჩევიციდან უპირებენ კაცს გაშვებას. პაზორ!!!
ანანიძემ ვეღარ ააწყო, სანამ იქნება ესე მარადმწვანედ პერსპექტიული? თუმცა ადამიანობით და დისციპლინით ყველას ჯობია.
ილურიძე? იმდენჯერ აარიდა ნაკრებს თავი ტრამვის მიზეზით რომ უკვე საეჭვოა, არ არის სანდო.
ხიზანეიშვილის მატარებელი დიდი ხანია წავიდა.
ტაბატაძის თამაში არ მინახია მაგრამ ქომაგებისგან მასზე მხოლოდ კარგი ვიცი, ისევე როგორც კაპანაძეზე (ელვა). აი აქ გეტყობა ინოვაციური აზროვნება. სწორედ ესეთი ხალხი, ვინც ნაცნობობით კი არა არამედ შრომით მიიწევენ წინ უნდა გამოვარჩიოთ. მაგალითად ებრალიძე პორტუგალიაში, სამწუხაროდ გვალია დაღუპეს ამდენი ხნის უთამაშებელი კაცი რას იზამს ძნელი სათქმელია, მაგრამ მაგალითია როგორ შეიძლება გაიქაჩო ფოთში. მე დარწმუნებული ვარ ეს ბიჭი მაგარი შრომისმოყვარე იქნება.
მხოლოდ გუნდური სტილის მიმდევარი შრომისმოყვარე ფეხბურთელები არის საქართველოს მომავალი. ნუ გვეშინია, მათ აქვთ საკმაო ტექნიკა, დრიბლინგიც აქვთ დაბურთსაც სწრაფად ამუშავებენ. თუ არ ფინტაობენ, იმიტომ რომ გუნდის ინტერეს აყენებენ წინ. ეგეც იციან და თუ დაჭირდათ არ გაუჭირდებათ.
გეგუჩაძემ ქუთაისში მოითხოვა 5 წელი კარგი გუნდის შესაქმნელად, ნაკრებში რამდენი დაჭირდება? ალბათ უფრო მეტი. ოღონდ ერთი დადებითი აქვს, ქეცბასავით ჟურნალისტების გაპიარებულ ფეხბურთელებს არ ენდობა. მაგ: ჭანტურიას.
ყაზაიშვილია ნაღდად პერსპექტიულია, ოღონდ ჯერ 21 ნებს უფრო ჭირდებოდა. თუ ესე განაგრძო აუცილებლად მოხვდება ნაკრებში. მითუმეტეს ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ნახევარდაცვაა.

12:32 | 25.11.2013
სავაშა__ (6590)

ე.ი ქეცბაიას დამცველი არავინ გინახავს არა ?! ნებისმიერ ფორუმელს ჰკითხე ჩემზე ... ) რაც არ იცი , უმჯობესია არ დაწერო )

05:37 | 25.11.2013
martvilis merani (3)

Amisulashvili girsiaa

03:41 | 25.11.2013
the mentalist (22583)

ვაკოს რატო არ ათამაშებს მაინც ვერ ვხვდები რა,8 წუთი რა ჯანდაბააა

02:56 | 25.11.2013
mamuka-geo (4522)

დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის შვილიო. სამშობლო კი იგივე დედააა. ამისულაშვილს წინ აქვს ისეთი მომავალი როგორც დაიმსახურებს.

00:41 | 25.11.2013
Gio Rijvadze (2474)

ვიტესი მალადეც წელს პსვ ვაბშე ვერ ყუმარობს აიაქსი ცოტას რაგაცას წვალობს მაგრამ დიდი შანსი აქვს ვიტესს მოგების

00:39 | 25.11.2013
Gio Rijvadze (2474)

ვაკო და ჩანტურია ძირითადში მინდა რა

00:15 | 25.11.2013
ჩიჩარიტო (18039)

ცოტაა ვაკოსთვის 8 წუთი. მათეს უთამაშებლობა გამიტყდა. ამისულაშვილს და ყენიას ცოდვებმა უწიეს მემგონი

23:09 | 24.11.2013
კაცი (1269)

ამისულაშვილს უწია ცოდვებმა!

23:00 | 24.11.2013
tengoroma (4673)

ანჟის შიგ აქვს

23:15 | 24.11.2013
abuka (1007)

გავარდა და ეგააა! სადღაა მათი მილიონები????? გაათეთრეს ფული და მოხიეს

12:33 | 25.11.2013
სავაშა__ (6590)

75 მილიონი აქვთ წლიური ბიუჯეტი )

0.064252