ფეხბურთი

12:08 | 9.08.2013 | ნანახია 5265 - ჯერ

“ვიტესის” ქართული სამეული პლეი ოფის მიღმა დარჩა

აგდამის “ყარაბაღი”, სადაც ნიკა გელაშვილი გამოდის, უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში ითამაშებს. აზერბაიჯანში შვედური “გეფლეს” 1:0 დამარცხების შემდეგ, “ყარაბაღმა” სტუმრად 2:0 გაიმარჯვა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ქართველი თავდამსხმელი სასტარტოში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთი. აგდამელებმა ანგარიში 41-ე წუთზე ჩუმბინიოს დარტყმით გახსნეს, ხოლო 50-ე წუთზე რეინალდომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბევრისთვის მოულოდნელად, გათამაშებას ჰოლანდიის “ვიტესი” გამოეთიშა, რომელშიც გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი ირჯებიან. რუმინეთის “პეტროლულთან” სტუმრად დაზავების (1:1) მერე, არნემელებმა შინ 1:2 წააგეს და საშინაო ჩემპიონატზე გადაერთვებიან. განვლილ მატჩში სამივე ქართველი სასტარტო შემაგდენლობაში იყო. ყაზაიშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო კაშიამ და ჭანტურიამ თავიდან ბოლომდე ითამაშეს. გუნდის კაპიტანი კაშია ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გააფრთხილეს. ანგარიში 21-ე წუთზე რუმინელმა ბუჯემამ გახსნა. 72-ე წუთზე, ვან დერ ჰეიდენმა თანაფარდობა აღადგინა. მე-5 კომპენსირებულ წუთზე, როდესაც “პეტროლული” რიცხობრივ უმცირესობაში იყო, გროზავმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლატვიის “ვენტსპილსი”, რომლის ღირსებას თორნიკე თარხნიშვილი იცავს, ევროპის ლიგას დაემშვიდობა. უგოლო საშინაო ფრის შემდეგ, ლატვიელებმა ჰაიფას “მაკაბისთან” ისრაელში 0:3 წააგეს. თარხნიშვილი სასტარტოში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზანის “რუბინმა” დანიის “რანდერსის” სტუმრად 2:1 დამარცხების შემდეგ, საკუთარ მოედანზე მეტოქეს 2:0 აჯობა და პლეი ოფში ითამაშებს. სოლომონ კვირკველია ყაზანელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო.

 


კომენტარები (27)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:35 | 09.08.2013
ლეიკერსი (278)

ძმებო ჩ. ლიგის კენჭისყრა იყო უკვე???

14:38 | 09.08.2013
rekhvo63 (570)

კი “დინამო ზაგრები” – “ავსტრია ვენა”
“ვიქტორია პლზენი” – “მარიბორი”
“შახტარი ყარაგანდა” – “სელტიკი”
“სტიაუა” – “ლეგია”
არაჩემპიონების გზა:
“ლიონი” – “რეალ სოსიედადი”
“შალკე” – “მეტალისტი”
“პასუშ ფერეირა” – “ზენიტი”
“პსვ” – “მილანი”
“ფენერბახჩე” – “არსენალი”

14:45 | 09.08.2013
abuka (1007)

ევროპა ლიგის კენჭისყრა როდისააა?

14:34 | 09.08.2013
tziola (298)

ბეშიქთაშს მოკვეტა ემუქრება და არის იმის შანსი რომ დაუმტკიცდეს შეიძლება დილასთვის ბეშიქთაშიც კაი ვარიანტი გამოდგეს

14:32 | 09.08.2013
Kala94 (6114)

ამდენ ფულს დებს ჟორდანია ჰოლანდიურ კლბში და რა შედეგიც აქვს ვხედავთ.. ჩამოვიდეს საქართველოში ხო ხედავს მინიმალური ბიუჯეტით ქაჩავენ ჩვენი გუნდები..

14:23 | 09.08.2013
Cien Anos de Soledad (22)

ძმები ონლაინის ლინკი ხო არ გაქვტ?

14:30 | 09.08.2013
rekhvo63 (570)

stripslashes((strlen('http://livetv.ru/eventinfo/181655_europa_league_draw/')>0?'http://livetv.ru/eventinfo/181655_europa_league_draw/':'http://livetv.ru/eventinfo/181655_europa_league_draw/'))

14:13 | 09.08.2013
georgia74 (507)

რუსებს რა ბედი ყონია

14:09 | 09.08.2013
rekhvo63 (570)

სტიაუას ლეგია შეხვდა ....ბედი ქონიათ

14:07 | 09.08.2013
achibero (413)

stripslashes((strlen('http://ru.uefa.com/uefaeuropaleague/news/newsid=1980048.html#спартак+динамо+входят+европу')>0?'http://ru.uefa.com/uefaeuropaleague/news/newsid=1980048.html#спартак+динамо+входят+европу':'http://ru.uefa.com/uefaeuropaleague/news/newsid=1980048.html#спартак+динамо+входят+европу'))

14:23 | 09.08.2013
anegdoti:kartveli-fexburteli (268)

დაიცა დილას ფეინოორდი შეხვდა და დინამოს დნიპრი? :O

14:32 | 09.08.2013
rekhvo63 (570)

გორის “დილას” სავარაუდო მეტოქეები: “აპოელი” (კვიპროსი), “ბრაგა” (პორტუგალია), “ბეშიქთაში” (თურქეთი), “რაპიდი” (ვენა, ავსტრია), “ფეიენოორდი” (ჰოლანდია).
თბილისის “დინამოს” სავარაუდო მეტოქეები: “ტოტენჰემი” (ინგლისი), “უდინეზე” (იტალია), “პარტიზანი” (სერბეთი), “დნიპრო” (უკრაინა), “მაქაბი ჰაიფა” (ისრაელი), “ესტორილი” (პორტუგალია).

13:53 | 09.08.2013
geo-otari (216)

რუმინეთის მე-3 ადგილოსანმა გამოაგდო ჰოლანდიური ვიტესი და რუმინეთის ჩემპიონმა სტიაუამ დინამო რომ გამოაგდო აქ მთელი ამბები ატეხეს ახლა მაინც მისახვედრია ზოგიერთი ფეხბურთის ვითომ მცოდნეებისთვის რომ რუმინული გუნდები ძან მაგრები არიან!!!!! და დინამოს ტყუილად ლანძღავდნენ!!!!

13:50 | 09.08.2013
lagashi (6738)

ყარაბახში თუ ასეთი სასტავია გელაშვილს გაუჭირდება, სამწუხაროდ მგონია რომ გელაშვილის საუკეთესო საფეხბურთო წლებმა ჩაიარეს

14:11 | 09.08.2013
playmaker (4749)

მეც ასე ვფიქრობ სამწუხაროდ

13:42 | 09.08.2013
r.k. (36)

giorgi534 ჩემთან თუ არის ეს კითხვა გიპასუხებ თუ დამიჯერებ....ყარაბახის ყველაზე დიდი ხელფასებია 250-300 000 $....ეგ ორივე ფეხბურთელი მაგ კატეგორიაში გადის.....კიდევ ყავთ ერთი ბრაზილიელი რომელიც ზალიან მაგარია რიჩარდ ალმეიდა ...პორტუგალიიდან ჩამოიყვანეს თუ არ ვცდები ვიში ლიგიდან....და წელს დაიმატეს ნაიმეგენიდან ჰოლანდიელი....ასე რომ გეუბნევი მუშაობს ხალხი

13:33 | 09.08.2013
playmaker (4749)

ბონი და ვინ ჰინკელი დიდი ძალა ყოფილა ვიტესისათვის. მაგარი მოსლაბებულია გუნდი და ვერც ქართველების თამაშით მოვიხიბლე რაღა დაგიმალოთ. ჭანტურიას არა უშავდა პრინციპში დაცვაშიჩ ჩადიოდა, აქტიური იყო, ბურთთან ხშირად იყო, უტევდა, მაგრამ.. თითქოს არ ვიცი კლასი აკლია თუ უბრალოდ მეტი სათამაშო პრაქტიკა უნდა. ყოველშემთხვევაში ჩემზე არ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება ამომავალ ვარსკვლავს რომ შეეფერება თორემ საშუალო დონეზე ახლაც თამაშობს და აწიც ითამაშებს უპრობლემოდ. შეიძლება ილურიძის თამაშის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და მაგის ბრალია. არჩევანზე მიდგეს ილურიძეს უფრო სიამოვნებით ვნახავდი ამ ეტაპზე ნაკრებში ვიდრე ჭანტურიას

13:20 | 09.08.2013
r.k. (36)

gogga78 ჩუმბინიო სად იპოვნეს ძმაო და ოლიმპიაკოსში....რეინალდო კიდევ ანდერლეხტში....დინამოსავით ისრაელის მაჩანჩალა გუნდებიდან(გოგა) კი არ მოყავთ იგროკები....და პრიმერაში გამოცდილების მქონე პენსიონერები(უსტარიცი)...აზერები უძახეთ და მუშაობს ხალხი...სხვათა შორის მაგ ორივე ბრაზილიელს არც ერთს არ აქვს ისეთი ხელფასი დინამო რომ ვერ მიცემდა

13:51 | 09.08.2013
gogga78 (901)

მე გვარზე ვკაიფობ თორე კაი იგროკი როა ეტყობა გოლიც გაიტანა..

13:32 | 09.08.2013
giorgi534 (234)

კაცურად ხელფასი რამდენი აქვთ საიდან იცი

13:12 | 09.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

ვიტესის დედაც დილა და დინამო გავიდნენ მთAვარია და ის გოლი კაშიას ბრალი არიყო ეგ იცოდეთ და ჭანტურიასაც შეეშვით რითაც შეეძლო დაეხმარა გუნდს თუნდაც იმ პროვოკაციით

13:05 | 09.08.2013
tziola (298)

რომელ საათზე იწყება წილისყრა?

13:12 | 09.08.2013
მესი (2168)

15:00

13:10 | 09.08.2013
playmaker (4749)

3-ზე

13:02 | 09.08.2013
@FCBarcelona (759)

მოკლედ, ჰოლანდიის ჩემპიონატი ერთ-ერთი მაჩანჩალა გახდა ევროპაში, ასე თუ ისე ანგარიშ გასაწევი გუნდი მხოლოდ აიაქსია და მასაც ბურთს თავზე გადაახევს ნებისმიერი ევროპული ძლიერი გუნდი. მალე ოცეულშიც ვეღარ შევლენ და ჩვენც ოდესღაც, ვიტესის გავარდნა ლოგიკური იყო, საშინლად თამაშობენ და მეტოქემ აშკარად დაჯაბნა არნემელები, ამას დავუმატოთ საშინელი ქსევა და მეტოქის უპატივცემულობა, ჭანტურიადან დაწყებული(კაცი გააგდებინა და ცევა დაიწყო) და ასე შემდეგ

12:59 | 09.08.2013
ჩიჩარიტო (18039)

წადი კაშია თავს უშველე შენი ოცნება ჩემპიონთა ლიგაა და გადადი ანდერლეხტში

13:03 | 09.08.2013
@FCBarcelona (759)

მაგის ბრალი იყო გუშინ რო გავარდა ვიტესი, რა უნდა ამას ანდერლეხტში, ზამენაზე დასვამენ, სჯობს დარჩეს

13:10 | 09.08.2013
ჩიჩარიტო (18039)

რავი რამდენჯერ მოხვდა ერედივიზიონში ტურის სიმბოლურში გუშინ არ მიყურებია და 1 თამაშის გამო ნუ ვიფიქრებთ რო ცუდი მცველია

12:58 | 09.08.2013
oto_oto (3739)

ვინც გინდათ გამოუშვით, ტოტენჰემიც :P

12:50 | 09.08.2013
lado (1613)

რა განერვიულებთ? ტოტენჰემი ერთი ბეილია რა, სეთურიძის ამბავი რო ვიცი კიდე გარეტს ფეხს არ გაანძრევინებს..

13:14 | 09.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

DD

13:13 | 09.08.2013
მესი (2168)

მართლაც...
ბეილი თორე მაგის იყოს ახლა ღმერთი..
ტოტენჰემში ბეილის გარდა მემგონი არის კიდევ ერთი გამყტანი:სოლდადოოოოოო:დდდდდდდდდდდ

12:57 | 09.08.2013
gigzi (605)

სგ

12:55 | 09.08.2013
matri (2779)

12:52 | 09.08.2013
rekhvo63 (570)

რა განერვიულებთ? ტოტენჰემი ერთი ბეილია რა, სეთურიძის ამბავი რო ვიცი კიდე გარეტს ფეხს არ გაანძრევინებს--- თქვა სეთურიძემ...DDDD

12:38 | 09.08.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

ვიტესმა ევრო სარბიელზე შარშანაც და წელსაც ჩაისვარა

12:31 | 09.08.2013
lagashi (6738)

რა სჭირთ ამ ჰოლანდიურ კლუბებს?! გელაშვილი უკან უკან მიდის მგონი

12:28 | 09.08.2013
gogga78 (901)

ისე დინამომ უდინეზესთან სენსაცია რო გამოაცხოს და გააგდოს არაა? აი ტოტენჰემთან შანსი არაგვაქ..

12:22 | 09.08.2013
gogga78 (901)

გდამელებმა ანგარიში 41-ე წუთზე ჩუმბინიოს დარტყმით გახსნეს )) ეს ვინღაა სად იპოვეს? )

12:21 | 09.08.2013
resident (840)

როგორ ჩა ი ჯ ვა გეფლემ როგორ მინოდა წაეგო ყარაბახს

12:21 | 09.08.2013
isildur (544)

ყველა მაგარი გუნდაი

12:16 | 09.08.2013
gogga78 (901)

გორის ”დილას” სავარაუდო მეტოქეთა სია:

”აპოელი” (კვიპროსი)
”ბრაგა” (პორტუგალია)
”ბეშიქთაში” (თურქეთი)
”რაპიდი” (ავსტრია)
”ფეინოორდი” (ჰოლანდია)

12:23 | 09.08.2013
rossonero1 (13120)

რატომგაც ბეშიკტაში მინდააა აიიი მაგარი ბოი წავააა თან თურკეთში ისეთი ატმოსპერო იკნება რო ეგირება საყულებლად

12:19 | 09.08.2013
rossonero1 (13120)

ეეეე დილას არ უმარტლებს რაააააა ბლიაააატ:@

12:17 | 09.08.2013
M.U2013 (3191)

”აპოელი” (კვიპროსი)”რაპიდი” (ავსტრია) ამ ორს დილა ბურტს ტავზე გადაახევს

12:20 | 09.08.2013
gogga78 (901)

მაგ ორს კი და დაბარცენ სამთან ძაან გაუჭირდებათ..

12:16 | 09.08.2013
M.U2013 (3191)

სიმარტლე გიტხრად ნაკლებად მადარდებს ისე გული კი დამცყდა

12:16 | 09.08.2013
gogga78 (901)

თბილისის ”დინამოს” სავარაუდო მეტოქეები:

”უდინეზე” (იტალია)
”ტოტენჰემი” (ინგლისი)
”დნიპრო” (უკრაინა)
”მაკაბი ჰაიფა” (ისრაელი)
”ესტორილი” (პორტუგალია)
”პარტიზანი” (სერბეთი)

12:21 | 09.08.2013
isildur (544)

ბოლოს 3 დან მაგარი იქნება

12:18 | 09.08.2013
rossonero1 (13120)

ოგოოოოოოოოოონდ ტოტე არაააააააა რაააააააა ოგოოოოოოოოოოოოონდ

12:16 | 09.08.2013
M.U2013 (3191)

”დნიპრო” (უკრაინა)
”მაკაბი ჰაიფა” (ისრაელი)
”ესტორილი” (პორტუგალია)
”პარტიზანი” (სერბეთი) ამ ოტხს ბურტს ტავზე გადავახევტ

12:20 | 09.08.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

დნიპრო გამოაკელი

12:17 | 09.08.2013
g.maisa (315)

საიდან იცით რო ეგენი გვხვდებიან?

12:19 | 09.08.2013
gogga78 (901)

ასე დაანაწილა უეფამ მონაცემების გათვალისწინებით, უეჭველია ბრატ.

12:19 | 09.08.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

უეფას ოფიციალურზე დაიდო

0.06502