ფეხბურთი

13:59 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესის” მთავარი მწვრთნელი კაშიას შემოსწყრა

 

არნემის “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა გუნდის კაპიტან გურამ კაშიას სიტყვებზე ძალიან მძაფრი რეაგირება მოახდინა.

ჰოლანდიის თასის 1/8-ფინალში სტუმრად კერკრადის “როდასთან” 1:3 დამარცხების შემდეგ, ქართველმა მცველმა განაცხადა, რომ “ვიტესს” კვირაში სამი მატჩის ჩასატარებლად ენერგია არ ჰყოფნის.

კაშიას ნათქვამს ბოში მწვავედ გამოეხმაურა და ტელეარხ FOX Sports-ის კამერის წინ შემდეგი თქვა:

“კაშია სისულელეს ამბობს. უბრალოდ, ნამდვილად ნეხვი სიტუაციაა. თუ კვირაში სამი თამაშის ჩატარება არ შეგიძლია, მაშინ სხვა პროფესია უნდა აირჩიო”.

“როდასთან” მარცხის შემდეგ, “ვიტესი” თასის გათამაშებას გამოეთიშა. განვლილ მატჩში, კაშიამ და გიორგი ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა.

0.117215