ფეხბურთი

0:12 | 30.03.2014 | ნანახია 2250 - ჯერ

“ვიტესის” ფრე, მახარაძის გოლი, დაუშვილის მცირე ტრავმა

არნემის “ვიტესმა” შინ მარკო ვან ბასტენის გაწვრთნილ “ჰერენვენს” ვერ სძლია – 2:2. ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო. მთლიანად “ვიტესმა” ვერ ითამაშა კარგად და ვაკოც ვერ გამოირჩეოდა. რაც შეეხება გურამ კაშიას, მან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. არნემელები ჯერჯერობით მესამე ადგილზე არიან, თუმცა უახლოეს მდევრებს, “ტვენტესა” და “ფეიენოორდს” ტურში სათამაშო აქვთ და დიდი შანსია, “ვიტესი” მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდეს.

უზბეკეთის ჩემპიონატში “ფახთაქორმა” შინ კახა მახარაძის ერთადერთი გოლით სძლია “ყიზილყუმს” – 1:0. მახარაძემ ეს გოლი 25-ე წუთზე მიითვალა. “ფახთაქორი” სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობს.

უკრაინაში “კარპატიმ” შინ 2:0 აჯობა “სევასტოპოლს”. მასპინძელთა განაცხადში არ იყო ბუბა დაუშვილი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. სტუმართა შორისაც არ გამოჩენილან მათე ღვინიანიძე და დავით დარციმელია – ასევე განაცხადს მიღმა იყვნენ. სხვათა შორის, “კარპატის” ერთი გოლი ევგენი ბოხაშვილის ანგარიშზეა. ბოხაშვილი 21 წლის თავდამსხმელია, რომელიც, როგორც იცით, უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ის დნეპროპეტროვსკშია დაბადებული და “დნიპროს” სარეზერვო გუნდში თამაშობდა. “კარპატი” მეათე ადგილზეა, “სევასტოპოლი” კი – მეთერთმეტეზე.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:33 | 30.03.2014
tengoroma (4673)

ლივერის 1 კაი ფული შევა ტოტალიზატორებსი და ვაი რო მაფია ცოცხალია

01:23 | 30.03.2014
ჩიჩარიტო (18039)

ამბროსი ჩაჩუამაც ითამაშა და რატო არ დაწერეს?

00:43 | 30.03.2014
Shevche (15054)

ე, არა, რა. ვერ ქაჩავს ვაკო. ძალიან პრიმიტიულად ითამაშა.

01:37 | 30.03.2014
dpj-001 (1572)

ძნელია მის ასაკში თავზე ძალის დატანება რომ კარგად ითამაშო როდესაც იცი რომ არ გენდობიან
ყველაზე ნათელი მაგალითია აიაქსთან გამარჯვების გოლი და შემდეგი თამაში არც ერთი წუთი,კიდევ რამოდენიმე თამაში ითამაშა კარგად და შემდეგ თამაშებში ან 3 წუთი ან 5 ან საერთოდ განაცხადს მიღმა
ასეთ დროს უნდა პადერშკა

03:20 | 30.03.2014
Mia San Mia! Mia San FC Bayern!!! (210)

ძმა,მასეთ დროს უნდა მაგარი თამაში,როცა დროს მოგცემენ მთელ მატჩს,რომ მერე სალაპარაკო არ მისცე მწვრთნელს,რომ აი მართალი ვიყავიო.კარგი თამაში,რომ მწვრთნელი დაარწმუნოს რომ შეცდა და დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში.თუმცა ამას ძლიერი მენტალობა და ფსიქოლოგია უნდა,რაც პრობლემაა სამწუხაროდ.წარმატებები ვაკოს,შემდგომში.

00:30 | 30.03.2014
dpj-001 (1572)

ქეცბაიას ვერ ვეთანხმები ერთ რამეში
გამოიძახოს ეს მახარაძე არ წააგებს ძალიან ტექნიკური იგროკია,რეგულარულად თამაშობს 1-90 წუთს,თამაშობს აზიის ჩემპიონთა ლიგაში,ბოლო ბოლო გუნდის კაპიტანია
რა აზრი აქ გამოიძახო კარპატის,ანჟის და ესეთი უაზრო არაფრის მაქნისი გუნდებიდან,ფახთაკორიც იგივე არაა
სად უთამაშებელი ფეხბურთელის გამოძახება ჭ კლასის გუნდიდან და სად ჭ კლასის გუნდიდან გუნდის კაპიტანი რეგულარული სათამაშო დროით

0.066771